სტორის დრო

ერთხელაც ...

„სტორი“ ახალი კომპანიაა, მაგრამ ტრადიციული ქვევრის ღვინო, რომელსაც ის აწარმოებს, ათასწლეულებს ითვლის. ეს ძალიან ძველი ამბავია, მაგრამ დღეს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგია ნატურალური, ექსკლუზიური ღვინის მიმდევრებს გულს სიამაყით უვსებს და მომავლის პერსპექტივებს უსახავს. კომპანიის პროდუქცია კონტროლდება როგორც ადგილწარმოშობის, ისე ტექნოლოგიის შესაბამისობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტული ჟიურის მიერ, თბილისის 2015 წლის საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე „სტორის“ ღვინოებისათვის მინიჭებული 82,4 ქულა საერთასორისო სტანდარტების მიხედვით ვერცხლის მედალს შეესაბამება.


კომპანია „სტორი“ მიზნად ისახავს ქვევრის ღვინის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიის განვითარებას, კულტურული ვაზის ჯიშური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის ხელშეწყობას საქართველოში, აგრეთვე, აბორიგენული ქართული ჯიშებისაგან წარმოებული, ბიოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხოვანი ღვინოების პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას მსოფლიო ბაზარზე.


ნაფარეულის მიკროზონაშია განლაგებული კომპანიის ვენახების დიდი ნაწილი. ნაფარეულის რქაწითელიცა და საფერავიც, განსაკუთრებული სიმსუბუქით, ელეგანტურობით, ტანინების სირბილით გამოირჩევა.


სტორის მარანი ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, წინანდლის მიკრიზონაში მდებარეობს. აქაური ყურეძნი ცალკე ქვევრებში იწურება და არც ერთ ეტაპზე არ ერევა ნაფარეულისას. წინანდლის ზონის ღვინოები შაქრიანობისა და სიმჟავის იდეალური ბალანსით გამოირჩევა.
გარდა ამისა, ალავერდის მონასტრის მახლობლად, სოფელ ოჟიოს ველებზე, კომპანიას ორ ჰექტარზე გაშენებული აქვს იშვიათი ქართული ჯიშის, ქისის ვენახები, აგრეთვე მწვანე და საფერავი.


ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა გვისახსოვრეს. ამ დიდი ზომის კერამიკულ ჭურჭლებს ოდითგანვე მიწაში ფლავდნენ. დაწურული ყურძნის წვენი ჭაჭა-კლერტთან და წიპწებთან ერთად ქვევრებში ისხმებოდა და დუღილის დასრულებისთანავე ჰერმეტიულად იხურებოდა შემდგომი დავარგებისათვის.

2013 წელს „იუნესკომ“ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტექნოლოგიას მსოფლო არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ ტექნოლოგიით წარმოებული ღვინოები ევროპულებთან შედარებით უფრო მაღალი ექსტრაქტულობით, განსაკუთრებული არომატითა და გემოთი გამოირჩევა.


სტორის გალერეა

ღვინო

რქაწითელი

მშრალი თეთრი ღვინო

ღვინო დამზადებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც თელავის რაიონში, ნაფარეულის მიკროზონაშია გაშენებული.

რქაწითელი-მწვანე

მშრალი თეთრი ღვინო

ღვინო დამზადებულია რქაწითელისა და მწვანეს ჯიშების ყურძნისგან, რომელიც თელავის რაიონში, ნაფარეულის მიკროზონაშია გაშენებული.

საფერავი

მშრალი წითელი ღვინო

ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან. დადუღებული და დავარგებულია ქვევრებში, ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით.

კახური ხავერდოვანი

ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო

ნაფარეულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი, ნახევრად
ტკბილი ღვინო.

ბლოგი

ახალი ამბები

ჟან მარი ორანი

23.06.2015 (Hvino News). ღვინისა და მევენახეობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

თქვენს ქვეყანას აქვს მევენახობა-მეღვინეობის უძველესი ტრადიცია და კულტურა, ადგილობრივი ჯიშების, ტერუარებისა და ღვინოების დიდი მრავალფეროვნება, მსოფლიოში კარგად ცნობილი და აღიარებული საექსპერტო ცოდნა. ეს, ყველაფერი უდიდესი პოტენციალია.არ დაგვავიწყდრს, რომ ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაცია (OIV) პატრონაჟს უწევს ღვინის საერთაშორისო კონკურსს საქართველოში, რომელმაც წელს 100-ზე მეტი დასახელების ღვინო მოიზიდა მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან. თუმცა, ფაქტია , რომ ეს იყო ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის აღიარება - მას უმაღლესი ადგილი ერგო დაჯილდოებულთა შორის... საქრთველო ისტორიულად დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ადგილია, სადაც დაიწყო ვაზის კულტივაცია და ღვინის დაყენება. ვაზი აქ ატასწლეულების მანძილზე იდეალურ გეოლოგიურ და კლიმატურ პირობებში იზრდებოდა. საქართველოს სახვადასხა მხარეში აღმოჩენილი უძველესი წიპწები ქრისტეს შობამდე სულ ცოტა 8 ათასწლეულის ასაკისაა და Vitis Vinifera-ს სახეობას განეკუთვნება. დღესაც საქართველოში 525 ადგილობრივი ჯიშის ყურძენი მოჰყავთ... ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, ხარისხი და მკვეთრად გამოხატული იდენტურობა - ფასდაუდებელი აქტივებია.ეჭვი არ მეპარება, რომ ქართული მეღვინეობა-მევენახეობა მოახერხებს ტრადიციისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ შერწყმას, მე ამაში დარწმუნებული ვარ...


ტიმ ატკინი - „ქართული ხარისხი და მრავალფეროვნება.“ Harpers

17 ივლ 2015

საქართველო ნატურალური ღვინისათვის დაწყებული მსოფლიო მოძრაობის წევრ ქვეყნადაა აღიარებული. ეს, ძირითადად, მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში - ქვევრებში, ჭაჭაზე დაყენებული უნიკალური ქართული ღვინის დამსახურებაა. ეს მომაჯადოებელი ღვინოები, ათასწლოვანი ტრადიციის ნაწილს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ქვევრში საუკეთესო ღვინო დააყენო, აუცილებელია 100 ℅-ით საღი ყურძენი. ხოლო ის გარემოება, რომ ქვევრის ღვინის წარმოებისას თქვენ არც საფუარს, არც გოგირდს და არც არავითარ ფერმენტებს არ იყენებთ, საგრძნობლად ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობას. და, მიუხედავად ამისა, კონკურსის ფარგლებში ჩატარებული ბრმა დეგუსტაციის დროს და შემდეგაც, „ექსპო ჯორჯიას“ დარბაზებში გამოფენილი პროდუქციის გასინჯვის შედეგად დავრწმუნდი, რომ ამ ღვინოების საშუალო დონე, ზოგადად, ძალიან მაღალია. აქვს თუ არა ქართულ ღვინოებს პერსპექტივა საქართველოს გარეთ? მინდა იმედი გამოვთქვა, რომ აქვს. მათი ფასები ზომიერია, ხოლო გემო და არომატი კი - ისეთი, როგორსაც ვერსად სხვაგან მთელ მსოფლიოში ვერ შეხვდები. თანაც ეს არის ცოცხალი ნაწილი იმ ტრადიციისა, რომელიც 8000 წელს ითვლის... ეს უნიკალური ღვინოებია.

სტორის ვენახი

ვაზის ჯიშები